,,პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი:
,,კვლავ ბნელთა და ვერაგთა საყურადღებოდ!
დღეს ათასი სისულელე წავიკითხე წმინდა მატრონას ხატის შესახებ. როგორც წმინდა გიორგის ხატი არაა და ვერ იქნება დიოკლეტიანეს ხატი, ისე ესაა წმინდა მატრონას და არა სტალინის ხატი, მაგრამ ზოგიერთი ტვინდაბნელებული სწორედ ამას ცდილობდა, მხოლოდ ხატის ფრაგმენტს ავრცელებდა, რომ საზოგადოება შეეყვანა შეცდომაში! არ შეცდა ეს საზოგადოება, თქვენდა სამწუხაროდ.
რატომაა წმინდა მატრონა დიდი წმინდანიო, ზოგიერთი წერდა. ინტერნეტში მარტივად მოიძიებთ სათანადო მასალას, რა სასწაულებს ახდენს დღემდე, მაგრამ თქვენ განა სასწაული გაინტერესებთ?! არა… თქვენ გაინტერესებთ წმინდა მატრონას ეროვნება, მაგრამ აქაც სიბნელეში ხართ. წმინდანს არა აქვს ეროვნება. წმინდანი ეროვნებაზე მაღლა დგას. ისე ცნობისთვის: ასობით კი არა, ათასობით ადამიანი განკურნა სიცოცხლეში და ახლაც იკურნება, ვინც მის ხატთან ლოცულობს ან წმინდა ნაწილებს ემთხვევა. სხვათა შორის, უამრავ პატიმარს დაეხმარა და ეხმარება, უამრავი ხელმოკლე ამოიყვანა მძიმე მდგომარეობიდან, უამრავი კაცი იხსნა ვალების ტყვეობიდან, ინტერნეტში ათი ათასობით ისტორიაა გავრცელებული, მაგრამ თქვენ, ბნელებს, ეს არ გაინტერესებთ. თქვენ სინამდვილეში არც ღმერთი გიყვართ და არც ეკლესია. ცხადია, არც წმინდანები და ახლავე იცოდეთ: არ მოგცემთ საშუალებას, რომ თქვენმა სიბნელემ იზეიმოს ამ ქვეყანაში. თქვენში იმხელა ბოროტება ბუდობს, საბჭოთა ლიდერები თქვენთან შედარებით პატარა ბავშვებად მეჩვენებიან. ისევ ცნობისათვის: მოსკოვის და ზოგადად, რუსეთის უამრავ ტაძარშია წმინდა ნინოს, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, იოანე მანგლელის, თუ მამა გაბრიელის ხატები და ეს არავის აბრაზებს. ნიუ- იორკისა და ვაშინგტონის მართლმადიდებლურ ტაძრებში პირადად ვნახე სერგი რადონეჟელის, სერაფიმ საროველის, გერმანე ალიასკის განმანათლებლის, მატრონა მოსკოველის და მამა გაბრიელის ხატები და ეს ამერიკელებს არ აბრაზებს. ამას იმიტომ ვწერ, რომ გითხრათ: თქვენ აღარც ქართველები ხართ და ამერიკელებიც ვერ გახდით. უბრალოდ, ძალიან გინდათ, რომ უკანალში შეუძვრეთ დასავლეთს, მაგრამ იმათ თქვენნაირი ბნელები არ სჭირდებათ.”
კომენტარები