სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მიქაია:
“მეგობრებო!
ერთი ძალიან დიდი თხოვნა მექნება ყველასთან!
მესმის ომია, ყველა განვიცდით და თითოეულ დაღუპულს გულით ვგლოვობთ და განვიცდით!
მაგრამ, სანამ არ გახმაურდება ოფიციალურად და არ გააგებინებენ ოჯახს, იქნებ არ დაიწეროს ხოლმე ტექსტი ,,კიდევ ერთი/ორი ქართველი დაიღუპა”! სახელი და გვარების გარეშე ნუ დავწერთ! მეც მომივიდა მსგავსი შეცდომა და ძალიან ცუდი საქციელია ეს!
უკრაინაში ახლა 2500-ზე მეტი ქართველი იბრძვის! მათ ოჯახები ჰყავთ აქ და წარმოიდგინეთ რა დღეში ჩავარდებიან ხოლმე როცა მსგავს რამეს კითხულობენ ან ესმით ტელევიზიით! უცებ რომ მოხდეს და ვერ დაუკავშირდეს ვინმე თავის ოჯახის წევრს, წარმოიდგინეთ რა ცუდ დღეში აღმოჩნდებიან ადამიანები!
ძალიან გთხოვთ, ნუ დავწერთ ხოლმე მსგავს პოსტებს! გავუფრთხილდეთ იქ მებრძოლი ბიჭების ოჯახის წევრების მდგომარეობას და ნერვებს!
არ შეიძლება ასე! მეც მომსვლია მსგავსი შეცდომა და ბოდიშს ვუხდი ყველას, ვინც შეიძლება ავანერვიულე ჩემი დაუფიქრებელი საქციელით! კიდევ ერთხელ გთხოვთ, ნუ ვიზამთ მომავალში ამას! მხოლოდ მაშინ მივუსამძიმროთ საქართველოს, როცა ოჯახები გაიგებენ და სახელი და გვარები გასაჯაროვდება!
ძალიან გთხოვთ!
დიდება ჩვენს გმირებს, ვინც საქართველოსთვის დაიღუპა”
კომენტარები