გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა 11 წლის წინანდელ ძალადობაზე საჯაროდ პირველად ისაუბრა. ნინუცამ განაცხადა, რომ მსახიობი ბესო ზანგური მასზე სისტემატურად ძალადობდა.
რობერტ სტურუამ ნინუცა იმ ქალებს შეადარა, რომელბმაც 1937 წელს რეპრესიები დაიწყეს.
რობერტ სტურუას ამ კომენტარს ნინუცა მაყაშვილი გამოეხმაურა:
„სასაცილო კომენტარი იყო, როგორც ბესოს, ისე რობერტ სტურუას მხრიდან. მაგრამ არ გამკვირვებია რეჟისორის ეს კომენტარი, რადგან მას ძალინ კარგად ვიცნობ და ვიცი ბესოს მიმართ მისი დამოკიდებულება… საერთოდ, რაც წლების წინ მე, დაედაჩემი და ბევრი სხვა მსახიობი უსამართლოდ გამოგვიშვეს, მას შემდეგ აღარფერი მიკვირს“
კომენტარები