მამა პეტრე კოლხი:
“საქართველოს მთავრობა, განა რამდენს უხდით თქვენი ქვეყნის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისევ თქვენ გემსახურებათ, რომ ხელფასი და კიდევ დამატებითი თუ რამე არსებობს, კუმუნალურებში წავიდეს…
არ ვიცი ჩვენს ხალხს რა გამოაფხიზლებს, მაგრამ იქნებ გადასახადებმა მაინც გამოაფხიზლოს…
ამის იქით კიდევ რა უნდა მოხდეს, არ ვიცი, მაგრამ ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ ისიც არ ვიცი…
ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ არ გაინტერესებთ როგორ გადაიტანენ ამ სირთულეებს ისედაც დამშეული ადამიანები…
სიცოცხლით და სინათლით სავსე ქალაქის რა გითხრათ, მაგრამ ძალიან მალე მართლა ჩაბნელდება ქვეყანა, იმხელა გადასახადები მოვიდა…
ეს არის უსინდისობა და უსირცხვილობა…”
კომენტარები