მამა პეტრე კოლხი:
“არ დავუშვათ ის, რომ ეკლესია დაცარიელდეს, რომ მომავალ თაობას აღარ მოუნდეს სასულიერო პირთან ურთიერთობა, ის, რომ მომავალმა თაობამ ღმერთს, საკუთარ თავს, საზოგადოებას ომი გამოუცხადოს, ის, რომ ნიჰილიზმმა, უპატივცემულობამ, ზინიცმმა ადგილი დაიმკვიდროს, ის, რომ ბნელი, ჩამორჩენილი, უწიგნური გვეწოდოს, ის, რომ საბოლოოდ შეგვიძულონ და ჩვენი ქცევების გამო კარმიხურულ ადამიანებს ეკლესიის მტერი, მოღალატე, ათეისტი, ეშმაკეული ეწოდოს…
ჩვენც ავიღოთ პასუხისმგებლობა, ჩვენც ვიგრძნოთ ჩვენი წილი დანაშაული…
სხვანაირობა კარგს არაფერს მოიტანს. პირიქით, მეტი პროტესტს, დაპირისპირებას, აგრესიას გამოიწვევს…
ძალიან მალე სასულიერო პირი ქუჩაში თავისუფლად ვერ გაივლის, ქვებს დაუშენენ…
ყოველთვის მარტო ერთი მხარე არ არის დამნაშავე, ორივემ უნდა იგრძნოს საკუთარი ვალდებულება…
საცალფეხო ხიდზე ორივე გზაზე მომავალი ერთად ვერ გაივლის. თუ ერთმანეთს ხელი არ შეუწყვეს, შეიძლება ორივე გადაიჩეხოს!..”
კომენტარები