ინტელექტკლუბის ,,რა? სად? როდის?” წევრი, ბაჩანა შენგელია ომბუდსმენის არჩევის ახალ წესზე:
,,მამუკა ,,ტრუსკავეც” მდინარაძემ განაცხადა სახალხო დამცველის კანდიდატურას ქართული ოცნება არ წარადგენსო. კაი ერთი, არც ერთი სხვა მნიშვნელოვანი არჩევითი თანამდებობის კანდიდატი არ წარუდგენია ოცნებას, მათ შორის თავის დროზე არც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, არც გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე და ფორმალურად არც სალომე ზურაბიშვილი.
მათ ნაცვლად ამას ხელისუფლებასთან აფილირებული არასამთავრობოები ან ე.წ. აკადემიური წრეები აკეთებდნენ. თუ გახსოვთ 2020-ის არჩევნების მთავარი გამყალბებლები ერთერთი ორღობის ენჯეო იყო, რომელსაც ქართული ოცნება აფინანსებდა.
ძალიან მარაზმია ამ იაფფასიან ,,ტრიუკს” რომ რეფორმად გვასაღებენ და რეალურად გამართულად მომუშავე ერთადერთ ინსტიტუტისაც რა თქმა უნდა მიითვისებენ.
როდემდე? მხოლოდ აი ეს კითხვა მაწუხებს, სხვა ყველაფერი გასაგებია უკვე დიდი ხანია.”
კომენტარები