თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:
„აბსოლუტურად აუცილებელი და უალტერნატივოა რომ საქართველოს ხელისუფლებამ:
1. უარი თქვას ფრენების აღდგენაზე და შეურთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსული ავიაკომპანიების წინააღმდეგ, ისევე როგორც რუსეთში ფრენებზე;
2. სავიზო რეჟიმი დაუწესდეთ რუსეთის მოქალაქეებს
და სულ არ მგონია რომ ეს საჩუქარია ხელისუფლებისთვის.
სწორედ რომ პირიქით, კრემლმა ზუსტად იცის თბილისში არსებული ხელისუფლების სისუსტე და შიშები და სწორედ ამიტომ მუდმივად აშანტაჟებს. ამ შემთვევაშიც ასეა, სწორედ ამ ისტორიულ მომენტში უნდა მიაღებინოს გადაწყვტილებები რომელიც იმ მცირედ სინათლესაც ჩააქრობს რაც ჯერ კიდევ ბჟუავს ევროვაშირთან მიმართებაში
ძალიან მძიმე და სამწუხარო საყურებელია ასეთი შეშინებული ხელისუფლება რუსეთში მყოფი მილიონი ქართველის მითოლოგიით რომ კვებავს საკუთარ ამომრჩეველს “
კომენტარები