სასტიკად მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედამ დღეს სასამართლო პროცესზე ბრალდებულებს მიმართა და დამკვეთების დასახელებისკენ მოუწოდა.
“მე მყავდა წარმატებული შვილი, ნიკოს ჰქონდა ინოვაციური პროექტი და ზუსტად ესროლეს ამ პროექტს“, – თქვა ომანაძემ.
“აბსურდის თეატრია. მე შემეცოდნენ ახალგაზრდები, ისინი მონურ მდგომარეობაში არიან. ძალიან მეცოდებით , მეგონა უფრო ზიზღის დამოკიდებულება მექნებოდა, მაგრამ არ მაქვს. მეცოდებიან, პატივცემულო მოსამართლე, ეს ორი ახალგაზრდა და მათი თანამზრახველები, ისინი უნდა ვიხსნათ მონობისგან, ისინი არიან დამკვეთების მონები. – განაცხადა იზა ომაძემ.
კვარაცხელიას დედამ მოსამართლესაც მიმართა და ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდა: “ძალიან გთხოვთ, არ დაიბანოთ ხელები”.
იზა ომაძემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნიკო შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა.
ნიკო კვარაცხელია თბილისში, 2021 წლის 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. მკვლელობაში ბრალდებულად გამოძიებამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაასახელა, თუმცა მკვლელობის ადგილიდან ორივე მათგანმა მიმალვა მოახერხა. ისინი მხოლოდ ერთთვიანი ძებნის შემდეგ წყნეთში, 7 ოქტომბერს დააკავეს.
კვარაცხელიები დარწმუნებულები არიან, რომ მკვლელობა შეკვეთილია, დამკვეთები კი თავისუფლები არიან.
კომენტარები