სამოქალაქო აქივისტი, პუბლიცისტი ლაშა ამირეჯიბი, სოციალურ ქსელში, წერს:
“სექტემბერი 19, 16:14182, spacesnews
ადრე დავწერე, სადღაც 2013 წელს და ახლაც მინდა შევახსენო საზოგადოებას ერთი ფრიად საინტერესო ამბავი.
სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიშა სააკაშვილის რეჟიმის დროს 2012 წლამდე სპეციალურად ბიძინა ივანიშვილისა და მისი გუნდის თუ ოჯახის წევრების მოსასმენად ბ-მა მიხელ სააკაშვილმა და მაშინდელი სპეცსამსახურების ხელმძღვანელებმა, კერძოდ ვანო მერაბიშვილმა და სავარაუდოდ ბ-მა მესხელმა, რომელიც იმ პერიოდში კურირებდა ქართულ სპეცსამსახურებს, საკუთარი უწყებებისთვის შეიძინეს მეოთხე და მეხუთე თაობის მოსასმენი აპარატურა, რაშიც ძალიან დიდი ფული გადაიხადეს.
შეგახსენებთ, რომ ჩვენზე ბევრად განვითარებულ ქვეყნების სპეცსამსახურები იმ პერიოდისთვის მოიხმარდნენ მესამე ან მეოთხე თაობის მოსასმენ სისტემას. 2012 წელს, როცა ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, მას რატომღაც არ გადაეცა ეს ახალი ძვირადღირებული მოსასმენი აპარატურა.
ეს მოსასმენი სისტემა, წარმოდგენა რომ ჰქონდეს ქართულ საზოგადოებას, გამოიყურება დაახლოებით ასე: .წარმოიდგინეთ ორი ჩვეულებრივი კეისი ან საშუალო ზომის ჩემოდანი, რომელსაც სადაც გინდა წაიღებ და შესაბამისად სადაც მოგესურვება, იქ დადგამ.
სპეციალისტების აზრით, დღეს გამოყრილი ფაილების რაოდენობას ერთი სისტემა, ანუ (სუს)-ის მოსმენების სამმართველო ვერ მოერეოდა ანაც და რომელი ჭკუათმყოფელი ხელისუფლება გამოყრიდა ამ ფაილებს არჩევნების წინ, როცა ხვალ არჩევნები აქვს მოსაგები.
შესაბამისად, ამ ფაილებზე მხოლოდ ქართული სპეხსამსახურები არ მუშაობდენ. დააკვირდით, გამოყრილი ფაილები ეძღვნება მხოლოდ საეკლესიო მაღალ იერარქებს და მათთან კონტაქტზე მყოფ ადამიანებს. აქვე იბადება კითხვა, ვინ ებრძოდა და დღესაც ვინ ერჩის ეკლესიას?
რაღა თქმა უნდა ნაცმოძრაობა. 2003-2004 წლებიდან ეკლესიის ნგრევას სათავეში ჩაუდგა ბოკერია-რამიშვილის დუეტი და მიშას სააკაშილის შექმნილი სისხლისნი სისტემა! გვარებს აღარ დავასახელებ, ისედაც ცნობილია ყველასთვის! ცნობილია ისიც, რომ საკაშვილ-ბოკერიასთან ერთად ეკლესიის ნგრევაში და განადგურებაში ჩართულები იყვნენ ჩვენი ქვეყნის უცხოელი ე.წ.კეთილმოსურნე მეგობრებიც. მე ვერ გამოვდგები (სუს)-ს ადვოკატად და არც ვაპირებ მათი ნამუსის მოწმენდას, მაგრამ თითქმის დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ამ ფაილების 70-% პროცენტი ზუსტად იმ ძვირადღირებული აპარატურით არის ჩაწერილი ხელისუფლების მტრების მიერ და ხელისუფლებაზე დაბრალებული, თითქოს ამ საუბრებს მხოლოდ (სუს)-ი იწერდა.
ტექნიკურ მხარეს მოგახსენებთ, თუ როგორ არის შესაძლებელი მოსმენების წარმოება იმ ძვირადღირებული მოსასმენი აპარატურით.
1.უნდა დასვა სპეციალისტები, კონკრეტულად კი ცხრამეტი ოცი წლის ახალგაზრდები, პროფესიონალი ხაკერები, რომლებიც ნაცებს საკმერისზე მეტი ჰყავდათ და დიდ ჯამაგირსაც უხდიდნენ!
2. უნდა ჩაიტვირთოს თქვენთვის საინტერსო ან სასურველი ადამიანების ტელეფონის ნომრები.
3.ამ სისტემას აქვს რამოდენიმე ვარიანტი. ჩვენთვის მხოლოდ ორი ვარიანტია ცნობილი. სპეციელისტები ფიზიკურად სხედან 24 საათიან რეჟიმში და აწარმოებენ მოსმენებს და ამავდროულად ქაღალდზე გადააქვთ მოსმენილი ინფორმაცია. ან კიდევ სისტემა ავტომატურ რეჟიმზე გახლავთ ჩართული და თვითონ წერს მითითებულ სატელეფონო ზარებსა და საუბრებს. სისტემამ შესაძლოა თვეები და წლებიც წეროს ესა თუ ის ზარები. შემდეგ ეს ჩანაწერები იტვირთება ფაილებად და ინახება. ამ სისტების დაბლოკვა და აღმოჩენა არც თუ ისე ძნელი ყოფილა. სპეციალისტები ამბობენ, რომ თუ გულით მოინდომა ხელისუფლებამ ჩამწერი აპარატურის ადგილსამყოფელის მოძებნა და დაბლოკვა შესაძლებელია. ასევე, რაც შეეხება თარიღებს, რომლებიც მითითებულია ამ ფაილებში, ჩანაწერებში, მათი შეცვლა ტექნიკურად შესაძლებელია.
ერთი ამბავი კიდევ.
ძალიან მიკვირს, რატომ არაფერს ლაპარაკობს ამის შესახებ ხელისუფლება და რატომ იბრალებს ამ ფაილების ავტორობას. რაც შეეხება ეკლესიაზე შეტევას ნაცმოძრაობის სატელიტი ტელევიზიაბიდან, ვფიქრობ, მოსახლეობაზე პირიქით იმოქმედა და უფრო მეტი თანაგრძნობა და პატივისცემა გააჩინა ეკლესიის და ჩვენი უწმინდესის მიმართ”
კომენტარები