ექიმი-ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი მამუკა მაჩაიძე, რომელიც აშშ-ში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში საქმიანობს, სოციალურ ქსელში, წერს:
“ძალიან მინდა ვთხოვო ყველა ჩემს კოლეგას (გეოგრაფიული ლოკაციის მიუხედავად), რაც არ უნდა უსამართლობის შეგრძნება გქონდეთ, შეურაცხყოფის გარეშე დააფიქსიროთ აზრი საჯარო სივრცეში, ისედაც გაყოფილ საზოგადოებას ექიმების მიერ ერთმანეთის ლანძღვის ყურება აბნევს და უბრალოდ საერთო საქმეს არ წაადგება, ჩემი აზრით!
მეორეს მხრივ, არათუ დასაშვები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სისტემურ პრობლემებზე საუბარი, მათ შორის საჯარო კრიტიკაც. ნათელი უნდა იყოს, რომ პრობლემები არსებობს სისტემაში და მათი განხილვა უნდა მოხდეს ახლა და არა პანდემიის დასრულების შემდეგ! საერთო მიზანი არის მაქსიმალურად ნაკლები დანაკარგით გამოსვლა და არა ინტელექტუალურ კამათში გამარჯვებულის გამოვლენა!”
კომენტარები