გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილი განცხადებით, პური არ უნდა გაძვირდეს, რადგან გაძვირების წინაპირობები არ არსებობს.
“ძალიან ბევრი საუბარი იყო ბოლო დღეების განმავლობაში პურის ფასის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით. მე არაერთი განცხადება მქონდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რომ პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს და ამას ხაზგასმით ვამბობ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც ჩვენ ვითვალისწინებთ. როდესაც ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, საგანგებო მდგომაროება გულისხმობს მათ შორის საგანგებო უფლებებსაც კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც და აქ მე შეიძლება ძალიან მკაცრად განვაცხადო, რომ დღეს პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს იმიტომ, რომ გაძვირების ობიექტური წინაპირობა არ უნდა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დავინახეთ ხორბლის ფასის მცირე მერყეობა და გარკვეული ზრდა იგივე შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, ეს არის დროებითი მოვლენა და ეს დროებითი მოვლენა სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო პროგრამით, რომელიც ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტზე განვახორციელეთ, აქვს დაზღვეული. ჩვენ რეალურად იმპორტიორებსა და ფქვილის მწარმოებლებს ვთავაზობთ რეჟიმს, რომლის მიხედვითაც, მათ შეუძლიათ მიიღონ კომპენსაცია იმისთვის, რომ ფქვილის ფასი შეინარჩუნონ 10 მარტის მდგომარეობით, იმისთვის, რომ მათ შეინარჩუნონ ფქვილის ფასი პურის ინდუსტრიისთვის. პურის ინდუსტრიასთან დღესაც გვქონდა ჩვენ შეხვედრა იმისთვის, რომ თუ არ იქნება წინაპირობა ძირითადი ნედლეულის, ფქვილის გაძვირების, პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს”
კომენტარები