ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საჭიროა ჩატარდეს ახალი არჩევნები, ახალი საარჩენო ადმინისტრაციით. მისივე თქმით, ქართველი საზოგადოების ნება არ იყო ის შედეგები, რაც ცესკომ გამოავლინა.
“უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო წინასწარი დასკვნა და დარწმუნებული ვარ, ეს დასკვნა კიდე უფრო გამკაცრდება. მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან მკაცრი და ხისტი ტერმინოლოგია გამოიყენა ოდირმა, ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც პირდაპირ სიტყვა გაყალბებას არ იყენებს. ეს არჩევნები, რა თქმა უნდა, გაყალბდა და ამაზე არსებობს სრული კონსესუსი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთაც. ამას მოჰყება მკაცრი რეაგირება, როგორც ოპოზიციის მხრიდან, ასევე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდანაც”
კომენტარები