ლევან ჯავახიშვილი
„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი.
– სოსო გოგაშვილმა ციხიდან გაახმაურა ინფორმაცია, რომ 2018 წელს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე პირადად ბიძინა ივანიშვილმა აიძულა შანტაჟით გადამდგარიყო პოსტიდან. მას აბრალებდნენ მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების პასუხების გაჟონვას და ივანიშვილი დაემუქრა, ან გადადგები და ან შენს წინააღდეგ სისხლის სამართლის საქმეს აღვძრავთ და დაგიჭერთო. გოგაშვილის თქმით, გვენეტაძემ გადადგომა არჩია. რამდენად დამაჯერებლად მიგაჩნიათ გოგაშვილის ეს ნათქვამი?
– კი, კი, ეს აბსოლუტურად სწორია. ნინო გვენეტაძე შეაშინეს, გამოუნახეს რაღაც კომპრომატები, ალბათ, დააწერინეს განცხადება და გაუშვეს პოსტიდან. ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, თავისი პირადი ადვოკატი, შალვა თადუმაძე დაენიშნა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. თადუმაძეს იურისტის დიპლომი გაყალბებული აქვს, მას არ დაუმთავრებია თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი.როგორც ირკვევა, არც პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი დაუმთავრებია. ბოლოს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარედ დანიშნეს, მაგრამ დე ფაქტო თავმჯდომარეა, როგორც ივანიშვილის ადვოკატი. კი, გვენეტაძე ნამდვილად გააგდეს. ეს ქალი ვერ აღმოჩნდა სათანადო დონეზე, ძალიან მშიშარა გამოდგა.
კომენტარები