ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ სამი მედიკოსისთვის ბრალდების წარდგენას გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან საგანგაშოა ის, რომ ჩვენი კოლეგა ექთნის შემთხვევის მართვაში მონაწილე გუნდმა არასწორი ინფორმაცია მისცა სამართალდამცავ ორგანოებსა და მარეგულირებელ სააგენტოს და ეს ინფორმაცია არ ასახავდა იმ რეალურ სურათს, რაც კლინიკაში მოხდა. ასეთი ცრუ ჩვენება ნებისმიერ შემთხვევაში როგორც სამართლებრივი, ასევე პროფესიული კუთხით სრულიად მიუღებელია. რა თქმა უნდა, რეგულირების სააგენტო თავის მხრივ გააგრძელებს მუშაობას იმისთვის, რომ დადგინდეს ფაქტები და ამის მიხედვით უკვე ექსპერტების მოკვლევის საფუძველზე ჩვენ გვექნება საფუძველი ვიმსჯელოთ იმაზე, ეს ექიმების შეცდომა იყო თუ არა“, – განაცხადა გაბუნიამ.
კომენტარები