ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში, წერს:
“ძალიან სამწუხარო შედეგი დაიდო რემდესივირის კვლევასთან დაკავშირებით. ეს ის კვლევაა, რომელიც რეალურად პირველი იყო იმ სახით ჩატარებული, როგორც უნდა ჩატარდეს (ანუ რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი). ბევრი ადამიანი, მათ შორის მეც, რატომღაც ამ კვლევის პოზიტიურ შედეგს ველოდით.კვლევის შედეგები, რაც დაიბეჭდა ჟურნალ ლანცეტში, ამბობს, რომ რემდესივირმა არ გაამჯობესა სიკვდილობის მაჩვენებელი, არ დააჩქარა კლინიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და არც ვირუსის გაქრობის დრო შეცვალა პლაცებო (ანუ საკონტროლო) ჯგუფთან შედარებით.თუმცა, უცნაური ის არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს შედეგები შავით თეთრზე, სრულიად გარკვევით წერია ამ სტატიაში, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ კვლევამ ძალიან ოპტომისტური შედეგები დადო და რომ მედიკამენტს შეუძლია ვირუსის ბლოკირება. ეს შედეგები, რაც არ უნდა ძალიან გვინდოდეს ასე, ამ სტატიიდან არ იკითხება.”
მოგვიანებით, ქალბატონი მაია კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს რემდესივირზე:
“რადგან ბევრი კითხვაა ამასთან დაკავშირებით და შეიძლება მკაფიო არ იყო ჩემს წინა პოსტში, დავამატებ იმას, რომ კიდევ მიმდინარეობს სხვა კვლევა, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა და რომლის ერთადერთი წინასწარი შედეგი ის არის, რომ გამოჯანმრთელება პრეპარატმა 15-დან 11 დღემდე შეამცირა. ასევე წინასწარი შედეგი ამბობს, რომ სიკვდილობის მაჩვენებელი 11-დან 8%-ზე შემცირდა, ოღონდ ეს მაჩვენებელი სტატისტიკურად სარწმუნო არ არის. ესენიც არაა საბოლოო შედეგები. ამიტომ ამ კვლევის შედეგებზე ლაპარაკი და იგნორირება ლანცეტის უკვე გამოქვეყნებული სტატიის, რომელსაც არ ქონდა კარგი შდეგები, ნამდვილად არ არის სწორი. აქვე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მე პირადად უდიდესი გულშემატკივარი ვარ ამ კვლევების.”
კომენტარები