უმრავლესობის დეპუტატმა ელისო ბოლქვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში განმარტა, თუ როგორ აღმოჩნდა რამდენიმე დღის წინ მის ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზე წარწერა – got married.
ელისო ბოლქვაძე:
„ძალიან სასაცილო თემაა ეს, „ფეისბუკში“ შევედი რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, შევედი „სეთინგებში“ მაინტერესებდა რაღაცები, შემთხვევით ეტყობა დამეჭირა ხელი და ეს იყო got married (დაქორწინდა) და ეს იყო ზუსტად 10-15 წუთი.
ამაზე მთელი თემა დაიწერა, გადაცემები მიეძღვნა, რომ თურმე ელისო ბოლქვაძე 10-15 წუთით თუ ნახევარი საათით დაქორწინდა და მერე აღარ დაქორწინდა.
არ ვიცი რა მოხდა შემდეგ, მაგრამ ნახევარ საათში ეს ინფორმაცია აღარ იყო“
კომენტარები