დეკანოზი თამაზ ლომიძე:
“მე ასე ვხედავ: დღეს ღმერთი ქართველ ერს ცოდვის გამოსყიდვის შანსს გვაძლევს. სწორედ ახლა გვაქვს ის უძვირფასესი წამი, რომ ვაჩვენოთ უფალს ნამდვილი სინანული, გამოვისყიდოთ წლების წინ ჩადენილი პრეზიდენტის მკვლელობის მძიმე ცოდვა, მოვიპოვოთ ნამდვილი შენდობა და ბოლოს და ბოლოს გავთავისუფლდეთ ამ სიმძიმისგან.
ახლა გადამწყვეტი მომენტია და უნდა ავირჩიოთ: ჯიუტად გავაგრძელებთ ძმის მკვლელი კაენის გზას თუ შემოვბრუნდებით და კაცთმოყვარებით შევცვლით ჩადენილს. სინანულის ნამდვილი მნიშვნელობაც ხომ შემობრუნება, შეცვლა და განშორებაა ცოდვისგან.
წარსული მეორდება ამ წამს: მაშინაც, წლების განმავლობაში ბოროტმა მტერმა მზაკვრული ტყუილებით და ვერაგი ჭორებით დაგვიბნელა გონება, დაგვაჯერა სიცრუე, შეგვაჩვია სიძულვილს და მოგვაკვლევინა სამშობლოსთვის მებრძოლი კაცი.
დღესაც იგივეს ჩადენის წინაშე ვდგავართ და ღმერთი გვიყურებს ზეციდან, თუ რას ავირჩევთ ახლა. ძალიან საშიში მომენტი გვიდგას ქართველებს, რადგან სწორედ ის ნაბიჯი, რომელსაც გადავდგამთ დღეს მოშიმშილე საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების შემდეგ ათწლეულებსაც და ღმერთის წყალობასაც ჩვენდამი.
არ მოკლათ პრეზიდენტი! აჩვენეთ ღმერთს, რომ ჩვენ შევიცვალეთ!”
კომენტარები