ელენე ხოშტარია, რომელიც 2021 წელს 17 დღე შიმშილობდა, სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანის მოთხოვნით, მზია ამაღლობელის შესახებ წერს:
,,შიმშილობის მე18 დღე ძალიან საგანგაშოა.
გადაადგილების პრობლემა გარდაუვალია. ჩემ სანახავად რომ მოდიოდნენ ძალას ვიკრებდი ჯდომისთვის და მერე საათები ტახიკარდიას, ამოვარდნებს ვებრძოდი
ექიმმა გამაფფთხილა, რომ თირკმელი შეიძლება გაჩერდეს და ვარკვევდი დიალიზით ცხოვრების სცენარებს
კოოორდინაცია ირღვევა
პერიოდული დერეალიზაცია
ღებინება
აღქმის შენელება
ეს მხოლოდ ნაწილია და არასამედიცინო შეგრძნებების დონეზე ახსნილი უბრალოდ.
მე უამრავი მეგობარი და ექიმი მყავდა გარშემო. ასევე ტვში ვჩანდი.
მზია არის შეურაცხყოფილი, ჩაკეტილი და სამედიცინო შეფასების გარეშე.
ჩემთვის რომ გეკითხათ მხნედ ვიყავი მეც, მართლა ასე ვგრძნობდი თავს.
მოეშვით მარჩიელობას, სასწრაფოდ გამოუშვით!
ბოდიშს ვიხდი ჩემი ჯანმრთელობის დეტალებზე საუბრისთვის, მაგრამ რადგან ხილული არაა მზიას შიმშილობა, ვალდებულად ვთვლი თავს გაგიზიაროთ.
სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ძალიან საშიში ზღვარია ეს დღეები უკვე“
კომენტარები