„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი:
„ზვიად გამსახურდია მალულად დაკრძალეს ჯერ სოფელ ჯაღრაში, მერე ასევე მალულად ჯიხაშკარში, ვალიკო ზარანდიას ფარდულში. აქედან გადაასვენეს გროზნოში და წლების მერე დააბრუნეს საქართველოში. სამშობლოში მისი ცხედარიც დევნაში იყო, სანამ შევარდნაძის ხელისუფლება არ შეიცვალა და პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ შეთხზული სამარცხვინო საქმეები არ გადაიყარა. წლების მანძილე ისეთი ნამუშევარი ჰქონდა პროპაგანდას, საზოგადოებრივი აზრი გამსახურდიას სიკვდილიდან 10 წლის თავზეც გაყოფილი იყო და საქართველოს მოქალაქეები განსხვავებულ მოსაზრებებს გამოთქვამდნენ იმაზე: იყო თუ არა პრეზიდენტი დამნაშავე, მაგალითად ფულის გატაცებაში, ბანდფორმირებების შექმნაში, კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობასა და ადამიანების ღირსების შელახვაში. ზოგი ასე ფიქრობდა, ზოგი კი ისე.
ძალიან სასტიკი ქვეყანაა საყვარელი საქართველო. გვახსოვდეს .“
კომენტარები