თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორი სალომე ხვადაგიანი:
“ძალიან სევდიანი, მაგრამ თან სასაცილო ამბავი გვაქვს ხობში.
არსებობს ასეთი ბაჩუნა და სანდომიანი შესახედაობის ხობელი ფრიდონ კუკავა, რომელიც უკონკურენტოდ, გამარტივებულად, პირდაპირი შესყიდვით იჯიბავს კაი კაი ტენდერებს.
ახლა მაგალითად 96 ათას ლარზე მეტის მიღებას ელოდება ბოლო ორი ტენდერით.
ეს სანდომიანი კაცი, ტენდერებს რომ უკონკურენტოდ იგებს, პირდაპირ, გამარტივებულად და სასწრაფოდ, ანუ გამოუვალი სიტუაცია რომ დგება, სხვა გზა რომ არ არის და მისგან რომ ყიდულობენ,
გაგიკვირდებათ და,
ისე მოხდა,
სრულიად შემთხვევით ცხადია,
ქართული ოცნების მაჟორიტარია.
ქარბორიამ დადო ეს ამბავი. მშრალი ფაქტები, ყოველგვარი ახსნის და შეფასების გარეშე. თანხა და ტენდერის ნომრები მიუთითა.
ორი დღის მანძილზე ერთი ლაიქიც არ წასცდენია ხობელებს. 21 ათას ადამიანს მიწვდა არადა, ქარბორიას ანახებს ფეისბუქი.
დღეს დილით შევდივარ და 9 კომენტარია:
“უღრმეს მადლობას ვუხდი ფრიდონ კუკავას პრობლემების აღმოფხვრისთვის”
“უღრმესი მადლობა ბატონ ფრიდონ კუკავას ასეთი მონდომებით და დიდი სიყვარულით რომ ცდილობს თავისი სოფლისთვის”
“… უდიდესი წვლილი შეიტანა ბატონმა ფრიდონმა. ხამისქურის მოსახლეობის უმრავლესობა დარწმუნებულია იმაში, რომ სოფლის განვითარებისთვის ბატონი ფრიდონი ხობის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით მომავალში უფრო დიდ წვლილს შეიტანს თემის განვითარებაში”
“მადლობა”
“რამდენი წლის პრობლემა გვარდება ამ დიდი საქმით!”
“პირველ რიგში მადლობა ბატონ ფრიდონ კუკავას მისასალმებელია ყოველივე ეს. ხამისქურში მიმდინარეობს სასმელი წყლის არხების დაქსელვა-რეაბილიტაცია”
“მადლობას ვუხდით ბატონ ფრიდონ კუკავას საუკუნის პროექტის განხორციელებისთვის”
განა ეს სევდიანი არ არის? მაგრამ თან სასაცილოც ხომაა.
ტაში. ფარდა.”
კომენტარები