ჟურნალისტი, ვიკა ბუკია, სოციალურ ქსელში, წერს:
“მართლა ვერ ვიჯერებ. ახლა ვაპირებთ ამ კვირაში დავურეკოთ და ვკითხოთ რას გულისხმობენ ერთი და რას ნიშნავს ეგ დამატებითი გადაზღვევის დოკუმენტაციაო. რაც წერილი მივიღეთ იმაში ეგ არ ეწერაო. ყველაფერი გავუგზავნეთო და ფაიზერმა დააყენა დამატებითი მოთხოვნები ფინანსურ გადაზღვევასთანო. ველოდებით ზარსო და ამ კვირაში დაგვირეკავენ და ამაზე ვისაუბრებთო;
ანუ ეს მოლაპრაკებები “მეილებით” ხდება; ხვდებით რა არასერიოზულია მთელი ეს პროცესი? ეკას მეილმა თუ გაჭედა, ამოვწყდებით.
ამირანზე მარტო ერთმა ჟურნალისტმა კითხა; მაგრამ ქალბატონმა გაბუნიამ ძალიან კარგად ისარგებლა სხვა ჟურნალისტების სხვა კითხვებით და კითხვა: მოხსნიან თუ არა გამყრელიძეს – უპასუხოდ დატოვა.
და კიდევ, ამ მოლაპარაკებებში გამყრელიძე არ იღებდა მონაწილეობას. ეს ფაქტია. ძალიან არ უნდოდა გაბუნიას ეს კითხვა, მაგრამ დაუსვეს და იძულებული გახდა – ეპასუხა.
ძალიან შეშინებული ვარ. ამათ ხელშია ჩვენი ჯანმრთელობა”
კომენტარები