მწერალი პაატა ქურდაძე:
„ძალიან სიმბოლურია : ჟირინოვსკი კომაშია, რუსეთი აგონიაში. არ ვიცი რამდენ ხანს გაგრძელდება, მაგრამ რაც მეტი დრო გავა მით უფრო მტანჯველი გახდება ეს აგონია. პუტინი ბევრად უფრო იდიოტი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მსოფლიო იძულებული გაეხადა ისეთ იზოლაციაში მოექცია რუსეთი, როგორშიც საბჭოთა კავშირიც კი არ ყოფილა არასდროს. შეიზლება ჰორიზონტზე ჩვენთვის წართმეული ტერიტორიების დაბრუნების კონტურებიც გამოიკვეთოს, მხოლოდ ამას ყველაზი “მაღალი პილოტაჟის” პოლიტიკური სიბრძნე ჭირდება ჩვენი მხრიდან… რომელიც არ გვაქვს. თუმცა შეიზლება ამის გარეშეც გამოვიდეს რამე, თუ. ჩვენი ბავშვური სულელური აქტიურობით ხელს მაინც არ შევუშლით უფროსებს და პროცესებს, რომელიც აუცილებლად დაიწყება პუტინის პათოლოგიური რეჟიმის დამხობისთანავე. შესაძლოა ამ საშინელ პერიოდში ჩემი ოპტიმიზმი უადგილოდ და გულუბრყვილოდ გამოიყურება, მაგრამ გარწმუნებთ, უადგილო კი არა, საერთოდ ოპტიმიზმი არ არის ჩემთვის დამახასიათებელი თვისება. ზოგი პირიქითაც ფიქრობს, რომ ზედმეტად პესიმისტი ვარ ბუნებით. უბრალოდ 1991 წლიდან მოყოლებული ძალიან ახლოდან , შიგნიდან მაქვს ნანახი დასავლეთის ყველა კონფორმისტული, ხარბი და კორუმპირებული რეაქცია რუსეთის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულის დროს: აფხაზეთი, ჩეჩნეთი, 2008 წლის აგვისტო, ყირიმი, დონეცკი-ლუგანსკი, სირია… ის რაც დღეს ხდება მსოფლიოში აბსოლუტურად უნიკალურია. . პუტინმა დასავლეთს და ფაქტობრივად მთელს მსოფლიოს თვალები ძალით აუხილა და დაარწმუნა, რომ მისი ამბიციები გაცილებით დიდია ვიდრე უკრაინის ან საქართველოს პროვინციების ოკუპაცია, რომ ის კვლავ მსოფლიო ჰეგემონიისკენ არის მიმართული. რომ ეს არ იყო ჩვენი პარანოიდული ფანტაზიის ნაყოფი, როდესაც ამას ვუმტკიცებდით წლების განმავლობაში, მიახვედრა დასავლეთი,რომ თუ ამ ბოროტების იმპერიის ნარჩენებს არ შეაჩერებს, დანარჩენი მსოფლიო ჩათვლის რომ აქ, ამ პლანეტაზე, “დირექტორი” რუსეთია და ეს ომი დასავლური მრავალსაუკუნოვანი ცივილიზაციის დასასრულის დასაწყისი აღმოჩნდება. დასავლეთი ამჯერად შეშინებულია და არა შეშფოთებული. მას უკან დასახევი გზა აღარ აქვს, სწორედ ეს არის მიზეზი მისი ასეთი გააქტიურების ბოლო დღეებში. მსგავსტან მიახლოვებულიც კი არაფერი მინახავს ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში. ამიტომ მჯერა, რომ ამ ომში პუტინს მხოლოდ დროებით შეუზლია გაიმარჯვოს. თუმცა იმედი მაქვს ამასც ვერ მოახერხებს, სამწუხარო ის არის, რომ დასავლეთის ოცდაათწლიან კონფორმიზმს და გულგრილობას, ჩვენს საქმეს, დღეს უამრავი უკრაინელის სიცოცხლე ეწირება. ყოველგვარი პათეტიკის გარეშე, ჩვენ ყველანი ყოველთვის ვალში ვიქნებით მათთან.“
კომენტარები