სიკვდილიანობა ნელ-ნელა დაიწყებს დაწევას. ძალიან კარგი ამბავია, რომ საქართველომ ე.წ. პიკი გაიარა, – ამის შესახებ ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
„საქართველომ ე.წ. პიკი გაიარა, – რაც ჩანს სტატისტიკა უკვე შეგვიძლია ვთქვათ. ძალიან სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ ახლა ფაქტია, რომ ნაკლები ადამიანია ინფიცირებული. იმიტომ, რომ შეზღუდვებმა იმუშავა. ეს კიდევ ერთხელ იმ ადამიანებს, ვისაც ჰგონიათ, რომ შეზღუდვები სისულელეა. აგერ, ჩემო ბატონო კონკრეტული შედეგებია“
ცნობისთვის, 21 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი 824 ადამიანს დაუდასტურდა, 46 პაციენტი გარდაიცვალა.
თუმცა, დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად გამოვა ამირან გამყრელიძე და იტყვის, რომ ასე ცოტა ინფიცირებული იმიტომაა, რომ კვირას ნაკლები ტესტირება ტარდება და მინიმუმ 5-ჯერ მაინც გაიმეორებს, მის საყვარელ ფრაზას – “ეს არ გვაძლევს დამშვიდების საფუძველს”.
კომენტარები