საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები დახმარებას და ყურადღებას ითხოვენ. მათი თქმით, რადგან საქართველოს მთავრობა ვერ ხვდება, რა საშიშროების წინაშე არიან ხანძრის გამო ისინი, თავად მიაწვდენენ ხმას.
“დაეხმარონ ბერძნებს. ძალიან ცუდ დღეში ვართ, იწვის ყველაფერი. ცეცხლი უახლოვდება ათენს სადაც 5 მილიონზე მეტი ადამიანი ცხივრობს და აქ ათასობით ქართველია. იქნებ დაეხმარონ საჰაერო ძალებით.” – წერს ემიგრანტი.
ცნობისთვის, საბერძნეთში რამდენიმე დღეა ტყის ძლიერ ხანძრებს ებრძვიან. ქვეყანაში ხანძრის არაერთი კერაა, ცეცხლმა ათენის გარეუბნებამდეც მიაღწია.
კომენტარები