ხევსურეთში მომხდარი ავტოკატასტროფის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა კომპანია „Traveler.ge“-ს მიკროავტობუსს, რომელსაც მგზავრები გადაყავდა, გავრცელებული ინფორმაციით, ტექინსპექტირება გავლილი არ ჰქონდა. ავარიაში დაღუპულის და „მთავართან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ არაერთხელ წასულან Traveler.ge-ს მიერ ორგანიზებულ ტურებზე და ხშირ შემთხვევაში, უკმაყოფილოები იყვნენ.
„ვიყავით ხევში და ძალიან ცუდად დაყავდა მძღოლს… თუ მძღოლის ბრალი არ იყო, მაშინ ტრანსპორტის ბრალი იქნებოდა, საშინლად გაუმართავი და იაფფასიანი მარშრუტკები ჰყავთ. თუ ვინმე საჩივარს დაწერს, ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას. მეც ვაპირებდი წასვლას, მაგრამ სანამ წავიდოდი, ჩემმა ძმამ მითხრა, რომ აღარ არის ადგილებიო“, – ამბობს ერთ-ერთი დაღუპულის და მარიამ ყაჭიაური.
cyc.ge
კომენტარები