სამოქალაქო აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“1 კვირაა თავს ვიკავებ ამ პარტიის კრიტიკისგან, ველოდი რამე უფრო დიდ სისულელეს როდის ჩაიდენენ – მეთქი და აჰა, მეგობრებო, ამას ქვეყნის მტრობა ჰქვია, ესაა გამოკვეთილად პრორუსული პარტიის მცდელობა დაგვაპირისიპიროს ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან და რეალური ოკუპანტის სახელი გაწმინდოს ანწუხელიძის სისხლისგან.
ახლა მავანნი პოპულისტურად დამიწერს თურქეთის ამჟამინდელი მმართველობის მიერ ჩადენილ გაუგონარ ბოროტებაზე და აია სოფიას მისაკუთრებაზე, მაგრამ შედარებით ლმობიერი სტრატეგიული პარტნიორია ჩვენთან მიმართებით, თურქეთის მთავრობის მხარდაჭერით მოხდა ოშკისა და იშხანის რეაბილიტაცია, თანაც ქართული კვალის სრული დაცვით, საპირწონედ, რუსეთის მიერ მართულმა საოკუპაციო რეჟიმმა გაანადგურა ილორის ეკლესია, სადაც ირმა ინაშვილი იმყოფებოდა და სავარაუდოდ, პრეტენზიაც არ გამოუთქვამს აღნიშნულთან მიმართებით.
ძალიან ვწუხვარ, რომ “პატრიოტთა ალიანსი” არსებობს. გამოკვეთილად ცხადი მინდა იყოს ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის პოიცია, ეს პარტია არის ფსევდოეროვნული და რუსული, სიტყვით და საქმითაც.”
კომენტარები