სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ვიდეო ვრცელდება, სადაც თავდასმხელს ხელებშეკრული ადამიანი ჰყავს წინ აფარებული და ვიდეოში ჰყვება, რომ ყუმბარა გახსნილ მდგომარეობაში უჭირავს, მძევლები მას სთხოვენ, ვიდეოში კარგად აჩვენოს, რა მდგომარეობაში უჭირავს ყუმბარა, რადგან ყველამ იცოდეს, რომ შეიძლება დაუვარდეს და აფეთქდეს. როგორც ჩანს, მოლაპარაკებების პროცესი ან ჩიხში შევიდა, არ ჭიანურდება, რადგან ვიდეოში გარედან ისმის ხმა, რომელიც მძევლებს ეძახის და მათთან კონტაქტობს, ნაცვლად თავდამსხმელისა. გარდა ამისა, თავდამსხმელი, ამბობს, რომ მოატყუეს და მაინც მოვიდნენ შენობასთან ახლოს:
“ა, კალიცო, გახნილი მაქვს… მეტი რა ვუყო, რაის ფულის მომტანები არიან, უყურებენ, ერთი სული აქვთ, როდის გამოვკრავ… აგერაა, ხელი უჩანს. არ გრცხვენია ბიჭო, ფუ, შენ რაის თანამშრომელი ხარ, მოგი@@ანთ გამჩენი. სიკვდილი გინდათ? აბა, რა გინდათ ჩემგან? შემოსულია, შეხედე. ამას უნდა 2 წამი, მომასწრებენ შემოსვლას, არ გამივარდება მერე უცებ. მე არაფერს გერჩით, ეგენი გერჩიან, ხომ ხედავთ როგორი ღორები არიან. ძალით რატო მაკვლევინებთ ხალხს, ხელი მეღლება, ამდენი ხანია მიკავია ხელში, რომ გემექცეს, ჩემი ბრალი არ იქნება ქართველებო, ეგენი გკლავენ, ეგენი არიან ძაღლები… თქვენი სიცოცხლის გადარჩენა თუ უნდათ, რატომ შემოვიდნენ? მომასწრებენ სროლას თუ რას იზამენ? აგერ იყურება, შეხედეთ. შუქი აანთე, ბიჭო, უთხარი აანთოს, თორემ ვისვრი…”
მძევლები:
ხალხო, ეს კაცი ჩვენ არ გვწირავს და თქვენ ნუ გაგვწირავთ, ვეღარ ვითმენთ, ხალხო, ვეღარ, 11 საათის მერე.
არ მოხვიდეთ ფანჯარასთან. ჩვენი ძმა, ხომ არ გგონიათ დამალული ხართ, აგერ რომ ხართ, გიყურებს.
რას გვერჩით, ხალხო, ნუ დაგვღუპავთ.
გახსნილია, ხელის გაშვებაღა უნდა და იძახის ხელი მეღლებაო და ჩვენ რა ჭკუაზე ვიქნებით ახლა…
მოცილდით ცოტა ხანი ამ შენობას, რომ ცოტა დამშვიდდეს, ხელი მეღლებაო, თქვა.
კომენტარები