presa.ge-ს რედაქტორი, გიორგი კაპანაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“თამარ ბაჩალიაშვილის საქმე:
1. ამ დრომდე არ გახსნილა გარდაცვლილის პერსონალური/სამსახურის კომპიუტერი.
2. ბოლომდე არ არის გაშიფრული სატელეფონი ზარების ამონაწერი.
3. არ არის დადგენილი იმ პირთა ვინაობა, ვისი ნომრებიც არასრულად ეწერა ბაჩალიაშვილს ბლოკნოტში (ამოღებულიც კი არ აქვთ ეს ბლოკნოტი).
4. არ არის დადგენილი წითელი მანქანის მარკა და მფლობელი, რომელიც ბაჩალიაშვილის მარშრუტს მიყვებოდა.
5. რატომღაც გამოძიება არ ავითარებს ვერსიას, რომლის მიხედვითაც ბაჩალიაშვილი „Google Maps“-ით ეძებდა კონკრეტულ ადგილს, სადაც შეხვედრა ჰქონდა დანიშნული.
6. არ არის შესწავლილი ბაჩალიაშვილის არაოფიციალური სამსახური და მისი ფუნქცია.
სამაგიეროდ:
– გამოძიებამ უკვე „იცის“ რომ ბაჩალიაშვილი გავიდა სახლიდან, თავისი მანქანით წავიდა თეთრწყაროში, სადაც არავინ ჰყავდა, მანქანა გააჩერა ტყის პირას, გადაჯდა უკანა სავარძელზე, დალია მედიკამენტები და მოიკლა თავი (ფილმებშიც არ ხდება მსგავსი რამ).
– გამოძიებამ უკვე „იცის“ რომ ბაჩალიაშვილი „დიდ შარში იყო“.
– გამოძიებამ უკვე „იცის“ რომ ბაჩალიაშვილი მანქანაში გარდაიცვალა, რომლის ფანჯრები აწეული იყო.-
გამოძიებამ უკვე „იცის“ რომ ტრიალ მინდორზე, სადაც მანქანა იპოვეს, 5 დღის განმავლობაში ვერავინ ვერაფერი შეამჩნია საეჭვო, მიუხედავად იმ ადგილებში ადგილობრივების ინტენსიური მიმოსვლისა.
არადა:
1. უცხოელი ექსპერტის განცხადებით, ცხედარზე აღმოჩენილია დიდი ოდენობით მწერების კვერცხები, რომლებიც მიუთითებს იმაზე რომ 23 წლის გოგო არა დახურულ, არამედ, ღია სივრცეში გარდაიცვალა.
2. უცხოელი ექსპერტის განცხადებით, იმის გამო რომ გვამური პროცესები შორს იყო წასული, შეუძლებელი ხდება განსაზღვრა: ჰქონდა თუ არა, ბაჩალიაშვილს რაიმე სახის დაზიანებები მიყენებული – ნაჭდევები, სისხლნაჟღენთები… (იქნებ დაგვიანებული პოვნის მიზანიც ეს არის?).
მოკლედ, რასაც ახლა გამოძიება აკეთებს, საქმის გაფუჭება არ ჰქვია ამას, კვალის არევა და დაფარვა ჰქვია, რაც ბუნებრივად აჩენს ეჭვს ორი მიმართულებით:
1. 23 წლის გოგო მოკლეს.
2. მკვლელს/მკვლელებს ხელს აფარებენ.
რატომ?
ეს კითხვა პასუხის გარეშე არ/ვერ დარჩება.
P.S: რამდენიმე წლის წინ, ძალოვანმა სტრუქტურებმა ინტენსიურად დაიწყეს კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების ძებნა.
მიზანი იყო სპეციალური პროგრამების და მეთოდების შემუშავება, რომლითაც ძალოვანები მათთვის საინტერესო ადამიანებს ფარულად დააკვირდებოდნენ (მოსმენა, თვალთვალი).
ხაზგასმით ვამბობ: არ ვიცი ბაჩალიაშვილს ჰქონდა თუ არა, შეხება მსგავს სამსახურთან, თუმცა, მისი პროფესიიდან და ბევრი უცნაურობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება.”
კომენტარები