ანი დვალიშვილი, ალია
ეკატერინე ტიკარაძე პოლიტიკიდან წასვლას არ გეგმავს და იმასაც ამბობენ, პრემიერობის ამბიცია აქვსო. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ “ოცნება” კადრების სერიოზულ დეფიციტს განიცდის, არ არის გამორიცხული, ივანიშვილმა ტიკარაძის ვარიანტიც სცადოს, მაგრამ ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ამ პოსტზე თავს ირაკლი ქარსელაძე მოსინჯავს. ქარსელაძის გაპრემიერება გადაწყვეტილია, თუმცა ის არ არის გადაწყვეტილი, როდის წავა თანამდებობიდან ღარიბაშვილი. როგორც გვეუბნებიან, პრემიერს ძალოვანი უწყებების პირველი პირები დიდი ხანია არ ემორჩილებიან, არც ვახტანგ გომელაური, არც გრიგოლ ლილუაშვილი და არც ანზორ ჩუბინიძე მას არაფერს უთანხმებენ და ზოგადად, კონტაქტზეც იშვიათად გადიან. თანაც, სამივე ძალოვანს რეგიონებში მყარად აქვს ფესვები გადგმული და ახლადარჩეული მერების 70%-ზე მეტი სწორედ მათ რეკომენდაციებზე მოდის. ანუ, ძალოვნებმა ივანიშვილს სთხოვეს, მან კი “გაამწვანა”.
კომენტარები