სალომე სამადაშვილის განცხადებას ასე უპასუხა ,,ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ:
,,ეს ყოფილი „ნაცი“ თუ ახლანდელი „ნაცი“, ეკითხება მინისტრს: რა სტრატეგია გაქვთ, მინისტრო? ძარღვი, შუბლი რაღაც არ არსებობს?! ყველაფერი „მოსულა“? საერთოდ, მეგონა, როდესაც ევროინტეგრაციაზე და ევროპაზეა საუბარი, სამადაშვილი დაიმალებოდა. უნდა დაიმალოს იმიტომ, რომ გამოსაჩენი პირი არ აქვს.
სიმართლე უნდა უთხრა მათ, თორემ ისევ აცოცდებიან თავზე. სულ რეჟიმში უნდა გყავდეთ ესენი, რომ თავიანთი ადგილი იცოდნენ. ამიტომაც არის, რომ ამათმა მოკავშირემ, NDI-იმ 4%-ი დაუწერა. რატომ? იმიტომ, რომ მათი პოლიტიკა აქცენტირებულია მავნებლობაზე, ომზე, ანარქიაზე, პოპულისტობაზე“
კომენტარები