• რეკლამა
  • კონტაქტი
16:06, ორშაბათი, 2 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ძარცვა ბაღში 6-7 წლის ბავშების მონაწილეობით “ფანჯრიდან შეაღწიეს  და ინვენტარი დააზიანეს” – რა ჩანს სათვალთვალო კამერებში?

ალია ავტორი - ალია
20:59 09-19-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
435

თბილისში მდებარე 213-ე ბაღი მთელი დღის განმავლობაში საგამოძიებო მოქმედებების ეპიცენტრი იყო – მიზეზი ძარცვის მცდელობაა.  ჩანაწერებში ნათლად ჩანს ბავშვები, რომლებმაც სკოლამდელ დაწესებულებაში ფანჯრიდან შეაღწიეს  და ინვენტარი დააზიანეს.

„პირველების“ მიერ მოპოვებულ ფოტომასალაში ჩანს, რომ არასრულწლოვნების ჯგუფი ბაგა ბაღის შენობაშია შეჭრილი. 6-7 წლის ბავშვების 5 კაციანმა ჯგუფმა ჯერ დაკეტილი ბაღის ფანჯარა ჩაამტვრია, შევიდნენ  შენობაში, შემდეგ ოთახები სათითაოდ ჩამოიარეს და ინვენტარი დააზიანეს. გატეხილია რამდენიმე ოთახის საკეტი. ბავშვებმა ძალის გამოყენებით გახსნეს დირექტორის მოადგილის და ექთნის კაბინეტებიც.

213-ე ბაღში პატარების დაჯგუფება გუშინ საღამოს შეიჭრა. უცნობია, რას ეძებდნენ მცირეწლოვანი ბავშვები დაკეტილი ბაღის შენობაში. პირველადი ინფორმაციით, წაღებული არაფერია, თუმცა ოთახების საკეტები და ინვენტარი დააზიანეს, თანამშრომლებს არეული დახვდათ კარადები და სათავსოებიც.

უჩვეულო თავდასხმის შესახებ, ბაღის დირექტორმა ჯერ სოციალურ ქსელში დაწერა. ვიდრე მომხდარი დანაშაულის შესახებ, ნინო ლომინეიშვილი პოლიციას შეატყობინებდა, მან საჯარო პოსტით სავარაუდო დამნაშავეები ბოდიშის მოსახდელად და ახსნა განმარტებისთვის დაიბარა. თუმცა შემდეგ, ეს განცხადება წაშალა და ბაღში კრიმინალური პოლიცია გამოიძახეს.

ვინ შეიჭრა ბაღში – ამის დასადგენად საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომელიც მივიდა. თუმცა ადგილიდან ვერანაირი ნიმუში ვერ ამოიღეს. სავარაუდოდ, ბავშვები კარგად იყვნენ მომზადებულები. ზოგს შენობაში შეჭრისას ხელთათმანიც კი ეკეთა. ამიტომ ანაბეჭდები და სუნის ნიმუში გამომძიებელმა ფიზიკურად ვერ აიღო.

სააღმზრდელო დაწესებულება საგამოძიებო მოქმედებების ეპიცენტრად დღეს დილიდან იყო გადაქცეული. საპატრულო  და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები ბაღში გამოკითხვებს რამდენიმე საათის განმავლობაში ატარებდნენ. ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები.  პარალელურად, პატარა კრიმინალების ძებნის ოპერაცია მთელი დიღმის მასშტაბით დაიწყო. დღის ბოლოს, 5-ივე კანონდამრღვევის ვინაობა გამოვლინდა.

ბაღში შეჭრაში მხილებული პატარები მშობლებთან ერთად დღეს პოლიციამ ამავე ბაღის შენობაში დაიბარა. მათ გაფრთხილება მისცეს და სავარაუდოდ, დაწესებულებისთვის მიყენებულ ზიანს აანაზღაურებინებენ.

 

თეგები: საბავშვო ბაღიძარცვა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისი x კინო გზაზე – თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში
ახალი ამბები

თიბისი x კინო გზაზე – თანამედროვე ქართული კინო თქვენს ქალაქში

14:45 06-02-2025
შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!
ახალი ამბები

შეთავაზებებით და საჩუქრებით სავსე ბავშვთა თვე ავერსში!

17:51 05-31-2025
რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?
ახალი ამბები

რატომ უნდა ანდო ძვირფასი ნივთები ექსპრეს ლომბარდს?

08:00 05-31-2025
პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ
ახალი ამბები

პირველი, რაც უნდა გააკეთო, რა წამსაც მანქანის ქირაობას გადაწყვეტ

20:41 05-30-2025
TOP.GE
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved