მწერალი, ალეკო შუღლაძე:
“როცა ისინი მთავრობაში არიან და თავზე აქვთ გადაჯმული, ფულებს ღუნავენ, ხალხი ჰკიდიათ და ვერავინ ერევა… და მოულოდნელად აწყობილ ცხოვრებას ირევენ, როცა ხალხს თვითონვე ეპატიჟებიან თავიანთ საწინააღმდეგო მიტინგებზე, თვითონვე ძაბავენ უკიდურესად და იწყებენ კატის თხრას… იბადება კითხვა: რატომ აკეთებენ ამას?
იქნებ სულელები არიან? არა, ისინი იმდენად ცბიერნი არიან, რომ სულელები ვერ იქნებიან.
რჩება მეორე ვარიანტი: ისინი დივერსანტები არიან. მათ საკუთარი ცხოვრება არა აქვთ, ისინი ბრძანებებს ასრულებენ. მათ დივერსია დაავალეს, ისინი ვა-ბანკზე უნდა წავიდნენ.
დიახ, აი ასე ღიად. ეს დივერსანტული ჯგუფია, მას კონკრეტული დავალება აქვს, არანაირად არ დაიხევენ უკან. ისინი გამოააშკარავეს, მაგრამ ახლა მათთვის სულერთია. ამას ღალატსაც ვერ დაარქმევ. შეიძლება ზოგიერთია მოღალატე, მაგრამ ძირითადად სხვა ქვეყნიდან შემოგზავნილი რაზმია. ასე ჩანს.
ჰოდა, ისმის კითხვა: როდემდე გაქაჩავს ქვეყნის სათავეში მყოფი, გაშიფრული დივერსანტული რაზმი?”
კომენტარები