მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ნამაჰვანჰესზე
მოკლედ უნდა ვცადო, ბუზები და კატლეტები უნდა დავაშორო –
1.ნებისმიერი ანტროპოგენური ჩარევა ბუნებაში იწვევს მისი მდგომარეობის ცვლილებას, ხშირად უარყოფითს, ასევე არსებობს დადებითი ჩარევების მაგალითებიც და ესეც უნდა ავღნიშნოთ.
2. ეკოლოგიური ზიანის შეფასება ფარდობით მარკერებს ეფუძნება და ხშირად არ არის რაციონალურად დიდ დროში და შედეგების ფართო კონტექსტით, ავკარგიანობით გამოკვლეული.
3. ეკონომიური და სხვა სიკეთეების ეკოლოგიურ ზიანთან შეფარდების იდეალური და უნივერსალური ფორმულა არ არსებობს და ისევე ფარდობითია როგორც სხვა ასეთი ტიპის შეფასების კრიტერიუმები.
4. ღრმა კვლევის გაკეთება ასეთ საკითხებზე ძალიან ძვირია არარენტაბელურად მიიჩნევა და თითქმის არსად არ არის იდეალურად და ყოვლისმომცველად წარმოებული.
ამიტომ, ჩემი აზრით – ასეთი პრობლემები უნდა წყდებოდეს რეფერენდუმებით და პლებისციტებით. ის საკითხები რომლებიც მიწა-წყლის და წიაღისეულის განკარგვას ეხება ნაციონალური ინტერესს წარმოადგენს და აუცილებელია მისი რეფერენდუმის დონის გადაწყვეტილებით ვერიფიცირება. ეს არ გამორიცხავს არამეცნიერულ და ემოციურ მიდგომას, მაგრამ მაინც ასეთი მაღალი ლეგიტიმაციის გადაწყვეტილების საგანი უნდა გახდეს. ბიაზი გასკდა!!!
ძირს გავრილოვი!!! გაუმარჯოს შარლმიშველს!!!“
კომენტარები