თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი, სოსო მანჯავიძე:
გიულის და ჩალაძის ბედნიერებით, დოქტორ ვაჟას გამოჩენით, ხაზარაძის ფორდ მუსტანგით ჯირითით და მიხეილ-ფენიქსის აღდგომით გამოწვეული სიხარული ტეხასის განდგომამ ჩაგვიშხამა!
გადადგეს გუბერნატორი ებოტი!
მოვუწოდებ დავით ბაქრაძეს სასწრაფოდ ჩამოაყალიბოს ჩანგლებით შეიარაღებული ბატალიონი, შემოიერთოს მსწრაფლჩამხდელთა საბრძოლო შენაერთები, კუდიანთა საჰაერო ფლოტილია მადამ პღეზიდანის მეთაურობით, დაამყაროს კავშირი კულებას ნიჩბებით მებრძოლ ჯართან და ჩაეშველოს ბაიდენს!
საფრთხეშია ყველას ერთმანეთზე გადაკიდებისა და ყველა უკუღმართობის დაფინანსების მსოფლიო ცენტრი!
ყველა სლავაუკრაინელის, ნჯოს, ნაცების, ლელოს. ევროშაყინტრავებულის და გრანტოპითეკის ვალია დადგეს იქ, სადაც ქარიშხალია!
ტელევიზიებიც სრული შემადგენლობით უნდა გაყვნენ და მურღულიაც გააყოლონ!
სამხრეთ კაროლინას ვერ უნდა ვაჯობოთ? სულ რაღაც 8000 კაცი ვერ უნდა გავაგზავნოთ იქ?
ყველა, ვინც ,,რუსულ კანონში” იყვნენ შეყვანილი იქ უნდა იბრძოდეს!
ის მსოფლიოში ყველაზე დიდი დროშა არ უნდა დაავიწყდეთ, ოღონდ ტარიც უნდა გამოთალონ!
თანაც იქ დახვდებიან რჩეულნი, პატიოსანნი და დიდებულნი ქართუელნი რომელნი ერთგულებენ მიხეილსა და იქნება სატფურებაი დიდი.
ტეხასი ვერ გაუძლებს ზურგიდან ამდენი შიგევროპელის შეტევას!
ძირს პუწინი და მისი ოლიგარქი!
კომენტარები