რუსული ტელეგრამ არხების ცნობით, 20 აპრილს რუსეთის ქალაქი ბელგოროდში ძლიერი აფეთქება მოხდა.
მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთ უბანში რაკეტა დაეცა, სამაშველო ჯგუფებმა კი ჭურვის ფრაგმენტები იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. დაშავებულებსა და დაღუპულებზე ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
ბელგოროდის ოლქის ადმინისტრაცია ქალაქში მომხდარ აფეთქებას ადასტურებს.
“წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ არის. ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე წარმოიქმნა უზარმაზარი კრატერი 20 მეტრის რადიუსით. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი, აფეთქების ტალღამ დააზიანა რამდენიმე გაჩერებული მანქანა და ჩამოინგრა ელექტროგადამცემი ხაზები”. – წერს ოლქის გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი.
კომენტარები