6 იანვრამდე, ქვეყნის მასშტაბით, ჰაერის ტემპერატურა დაეცემა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, ქვეყნის ცალკეულ რეგიონებში ჰაერის ტემპერატურა, შესაძლოა, მინუს 5-დან -8 გრადუსამდე დაეცეს.
მეტეოროლოგების განცხადებით, ასევე მოსალოდნელია ინტენსიური თოვა დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ მთიან და მაღალმთიან რაიონში.
ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი ბაკურიანში, სამცხე-ჯავახეთსა და ახალქალაქში, სადაც ჰაერის ტემპერატურა მინუს 10-დან -12 გრადუსამდე დაიკლებს.
6 იანვრიდან კი სინოპტიკოსები ტემპერატურის მატებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ელიან.
კომენტარები