სამთავრობო მედიამ მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ მოქმედება უკვე იმ ხალხის გამოყენებით დაიყო, ვისაც სამეგრელოში საცხოვრებელი სახლები შეუძინა.
საქმე ეხება წალენჯიხის არტმეურნეობაში მიმდინარე სპორტულ, საგანმანათლებლო და კულტურულ პროექტებს, რომელსაც წალენჯიხის განვითარების ფონდი, ბოლო წლებია ახორციელებს.
წალენჯიხაში უკვე აშენდა და ამოქმედდა არტმეურნეობა, IT სკოლა, საცურაო აუცი, ინგლისური ენის კურსები, და რაც მთავარია, მამუკა ხაზარაძის ძალისხმევით გაიხსნა იუვენტუსის აკადემია. მალე არტმეურნეობაში თეატრიც გაიხსნება. ამ ყველაფრით ადგილობრივები უფასოდ სარგებლობენ.
ხაზარაძის “გაშავებისთვის” სამთავრობო პროპაგანდამ უკვე მოქალაქეების გამოყენება დაიწყო. ვრცელდება წალენჯიხაში მცხოვრები დევნილის, დავით კაკაჩიას ინტერვიუc, რომელიც მამუკა ხაზარაძეს სიცრუეში ადანაშაულებს. კაცი ამტკიცებს,რომ ყოფილი კოლმეურნეობის შენობაში ერთი ოთახის სანაცვლოდ მამუკა ხაზარაძე მას ორ სახლს დაჰპირდა, მაგრამ ორის ნაცვლად, ერთი მიიღო.
ფაქტების გადამოწმების შედეგად და საჯარო რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ მამუკა ხაზარაძემ დავით კაკაჩიას შეუძინა 1400 კვ მიწა, ორი სახლით ავეჯით და ტექნიკით.
სახლი, სადაც კაკაჩია ცხოვრობდა მანამ, სანამ მამუკა ხაზარაძე ორ სახლს უყიდდა, ასე გამოიყურებოდა:
კაკაჩიამ რუსთავი ორისთვის მიცემული ინტერვიუს შემდეგ, დღეს მედიის კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.
ფოტოები, კაკაჩიას ოჯახისთვის სახლების გადაცემის დროს გადაღებული:
ხაზარაძის მიერ შეძენილ სახლში მისულ მედიას, ოჯახის წევრებმა განუცხადეს რომ არანაირი პრეტენზია არ გააჩნიათ და კაკაჩიას გამონათქვამებზე პასუხს არ აგებენ.
(R)
კომენტარები