გამოცემა თაიმერის ცნობით, ძლიერმა ქარმა ქალაქ ჯვარში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის, მინდია ჯინჯოლავას განცხადებით, ფოცხო-ეწერის დასახლებაში ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, ანალოგიური მდგომარეობა სოფელ ჭალეში და ქალაქ ჯვარში. ჯვარში ძლიერმა ქარმა მრავალწლოვანი ხეები მოგლიჯა.
როგორც მინდია ჯინჯოლვამ “თაიმერს” განუცხადა დაზარალებული ოჯახების პირველადი დახმარება უკვე დაიწყო, ადგილზე მობილიზებულნი არიან შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები.
კომენტარები