“ქართული მარშის” წევრი, გიორგი გაბედავა:
“ლოგიკურია, რომ ზურაბ ზვიადაურმა მას შემდეგ ესროლა ნიკოლოზ კენჭოშვილს რაც მისი ძმა და ორი მეგობარი დაიჭრა. ზვიადაურს კენჭოშვილისთვის მანამდე რომ ესროლა კენჭოშვილი სამ ადამიანს ვერ მოარტყამდა ტყვიას. რად უნდა ამას ამდენი ფილოსოფია. პოსტებს ვხვდები, აი თავს იცავდაო ზურაო, და ამის მტკიცებაში არიან ბევრნი. რად უნდა ამას მტკიცება, ძმა და ორი მეგობარი სისხლში, ავტომატს გესვრიან, იარაღი გაქვს და რა, პატრულში რეკვას იწყებ ? რათქმაუნდა შენც ისვრი რომ მოიგერიო. ისიც მესმის ამ სვავმედიაში სხვანაირად ვერ გაიტანს ადამიანი თავის სიმართლეს და თეთრზე გვიწევს მტკიცება რომ თეთრია და ყოფითი პრობლემის უკან პოლიტიკური პარტია რომ არ დგას ან პოლიტიკოსი, მაგრამ ძაანაც ნუ ჩაიყენებთ თავის მართლების მდგომარეობაში თავს. მოხდა უბედურება, გარდაიცვალა 3 ახალგაზრდა, კიდევ ცხრაჯერ ნუ მოკლავთ ამ სამ ადამიანს… ზურაბ ზვიადაურს ვუსურვებ მხნეობას, თავისუფლებაზე მეტად მას მხნეობა და გამძლეობა სჭირდება ეხლა, ასევე ვასილ ცოცხალაშვილის და ნიკოლოზ კენჭოშვილის ოჯახებს ვუსურვებ გამძლეობას და მხნეობას…
პ.ს. იმ პრინციპით გაასამართლო ადამიანი, სროლის დროს ვინც გადარჩა, არასწორია. გამოიძიონ წესიერად, არ იხლაფორთონ და ისედაც გაუბედურებულ ხალხს ნუ გაუუბედურებენ ცხოვრებას. სოლიდარობა ზურას და მალე თავისუფლება!
დარწმუნებული ვარ, კაცი რომელიც თავად ჩაბარდა პოლიციას არსად მიიმალება და არც მოწმეზე ზეწოლას იკადრებს.
ეს სვავმედია არ მახსოვს ესე ეხმაურათ ლადო ვარძელაშვილის შემთხვევაზე, როცა ახალგაზრდა გარდაიცვალა მისი იარაღით შემთხვევით. სირცხვილია ტრაგედიებით ვაჭრობა. თავიდან არ ამომდის გვარამიას სიტყვები, ცხოვრება ბუმერანგიაო, ზვიადაური პარლამენტში რომ ძალადობდაო დაუბრუნდაო ამ უბედურებითო. თქვენ რითი უნდა დაგიბრუნდეთ Nika Gvaramia ის არაადამიანობა რაც ჩაგიდენიათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს? გიფიქრია ამაზე ? ალბათ ხშირად ფიქრობ და იმიტომაც ხარ არაადეკვატური. თქვენს ადგილას მე გავგიჟდებოდი ამაზე ფიქრით…”
კომენტარები