თავისუფალ მოქალაქეთა გაერთიანების პრეზიდენტი, გიორგი ფხალაძე:
ბინის გამქირავებლის ისტორიები N1
მდგმურმა ჩემს ბინაში ხანძარი გააჩინა და აქეთ დამემუქრა გიჩივლებ ხანძარი რომ გაჩნდა ლამის დავიხოცეთო.
ბინის გამქირავებლის ისტორიები N2
რეკავს მდგმური, ბინა ცუდ მდგომარეობაშია დავცალეთ და მოდით გასაღები ჩაიბარეთო.
გაკვირვებული, გაოცებული სასწრაფოდ მივდივარ ბინაში. ბინა მთლიანად ნესტიანი და დაობებული დამხვდა. ზედა მეზობლისგან წყალი იყო ჩამოსული. ვკითხულობ მეზობელმა როდის ჩამოუშვა წყალი.
” 3 თვეა წყალი ჩამოდის”
“ეხლაც ჩამოდის?”
“კი”
“მეზობელი რას იძახის? მიზეზი რატომ არ გამოასწორა?” – ვკითხულობ აღშფოთებული
” ჩვენ არ გვისაუბრია მასთან, უცხო ადამიანთან როგორ მივსულიყავით?
ბინის გამქირავრბლის ისტორიები N3
მდგმური გაქრა, 3 თვის განმავლობაში არც ქირა დამირიცხა, ტელეფონიც გათიშა.
ბევრჯერ მივედი დავაკაკუნე და სულიერის ჭაჭანება არ იყო. მივხვდი რომ გაიქცნენ.
დავუძახე მეზობლებს, მეგობრებს, პოლიციას და 3 სხვადასხვა რაკურსიდან ტელეფონით უწყვეტი გადაღება ჩავრთეთ და ჩემი გასაღებით შევედით ბინაში.
ნივთები უკვე გატანილი ქონდათ, დასალაგებელი იყო.
კამერაზე ავღბეჭდეთ ყველა უჯრა ყველა წერტილი, ნივთი და მდგომარეობა შესვლის მომენტში.
შემდეგ მეგობრები მეზობლები და პოლიცია გავუშვი და დავიწყე დალაგება. ჰოი საოცრება ამ დროს მომადგა მდგმური ძმაკაცებთან ერთად.
ტელეფონი გამიფუჭდა, შენი ნომერი დავკარგე და ანგარიშის ნომერიც არ მქონდაო.
“გადამიხადე 3 თვის და დატოვე სახლი”
მკაცრად მივთხოვე!!!
მივიდა კომოდის უჯრა გამოხსნა ჩაიხედა აქ 2000$ მქონდა და დაიკარგა, ამით უნდა გადამეხადა ქირა. შენ აიღე და სასწრაფოდ დამიბრუნე თორემ პოლიციაში გიჩივლებ.
აქ გავაჭედე გააჯვით აქედანთქო. გამომექაჩნენ ძმაკაცებიც.
შემდეგ როცა ძალა ვიპოვე ავუხსენი როგორ შემოვედი, რომ არსებობს პოლიციის ოქმი და 3 სხვადასხვა რაკურსით გადაღებული უწყვეტი ვიდეო, მოწმეები და ამ უჯრაში ფული არ იდო.
“იქნებ ძმაო სასმლის ფული მაინც მოგვცე ქუჩაში ვრჩებით და ცივა იქ……”
კომენტარები