ანალიტიკოსი, ლელა ჯეჯელავა:
“დილა მშვიდობისა ” სცეცკი თბილისი”! საგანგებოდ თქვენთვის მინდა ვთქვა: დაგავიწყდათ 2000 -იანების დასაწყისში წმინდა ნიკოლოზის ხატივით რომ დაატარებდით ოჯახებში მეუფე ზენონს, რიგებში რომ იდექით “აღსარებისთვის” და მერე საგანგებოდ ” აბაზრებდით” ურიგოდ ვისაც გერგებოდათ?, საგანგებო სადილ-ვახშმებს რომ უმართავდით, ისიც დაგავიწყდათ, თუ აღარ არის მოდაში მეუფე ზენონი და ახლა მოსაყდრე მუჯირს ეფარცქვალებით?
მოკლედ და კონკრეტულად: ძმებო და დებო სვეცკებო, ბატონო მოსაყდრევ და ახალგამომცხვარო მხევლებო და მონებო მოსაყდრისა ივანე ჩხარტიშვილის მეთაურობით: ” ეგრე არაო თაყაო, თქვენ რომ მამული გაყათო” თქვენს მოსაყდრეს საკუთარი დისერტაციის დაწერაც კი დაეზარა და თეოლოგიური ნაშრომების კითხვა და ბიბლიის კომენტარების ვერსიების გაცნობა რა მოსატანია, რომ თქვენ გაგაგებინოთ, როგორი დამღუპველია და ღვთისგან შეუწყნარებელი არაკანონიერი ხელისუფლება.
30 წელია რუსეთი საქართველოში ქმნის ხელისუფლების ლეგიტიმაციის პრობლემას. ახლა სასულიერო ხელისუფლებასაც მიადგა და ამ ყველაფერში იდიოტების როლს ასრულებთ თქვენ (საგანგებოდ არ ვიყენებ ეპითეტ სასარგებლოს). ჯერ ციანიდით მოშხამეთ მთელი ქვეყანა, მერე კრეფსებით, ყველას საწოლში შეიხედეთ, ყველას – ანაფორაში. ტყუილ-მართალი მაინც ვერ გაარკვიეთ და ყელამდე ტალახში ახრჩობთ ამ ქვეყანას.
მოკლედ, დაიოკეთ ეგ თქვენი დაუოკებელი ამბიციები, მადა, უმწიფარი ემოციური ინტელექტი და შეეშვით ამ ქვეყნის გავერანებას. საერთოდ არ მაინტერესებს ვინ ვისთან წვებით და დგებით. საქართველოს ეკლესიის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ფილიად გადაქცევის უფლებას არ მოგცემთ და როგორც შევძლებ, ისე შეგეწინააღმდეგებით.
მადლობა ღმერთს, რესურსის ნაკლებობას არ ვუჩივი. თქვენ ჯერ ისევ “აი იას” გადიხართ, როგორც მახსოვს. მე “აი თოხი” უკვე გვიარე და რთულ წინადადებებსაც ვადგენ!”
კომენტარები