მწერალი, ლუკა ბაქანიძე, რომელიც სოციალურ ქსელში იძებნება სახელით, Lukrecio Bakanidze, წერს:
“დედა მამა და პატარა შვილი ბაზალეთის ტბაში ჭყუმპალაობენ:
მამა: – ნახეთ, გველი მოცურავს!
შვილი: – უი აბა მა, სად ?
მამა: – აგერ, შენკენ მოდის!
შვილი: – დავინახე! რა საყვარელია!
მამა: – მიდი შვილო, მოეფერე!
შვილი: – ახლავე, მამა… რო ვერ ვეწევი ?
მამა: – არაუშავს შვილო, აგერ დედაშენისკენ გაცურდა!
შვილი: – დე, ნახე რა საყვარელი გველი მოცურავს შენკენ!
დედა: – ვაიმე, სად?
შვილი+მამა: – შენს პირდაპირაა ზუსტად!
დედა: – ვაი, დავინახე! რა ლამაზია!
შვილი: – მოეფერე დე, გაუხარდება და გაჩერდება, და ჩვენც მოვეფერებით!
დედა: – ახლავე შვილო! გველუკა, მოდი ლამაზო ჩემთან! გველ-გველ-გველ!
მამა: – გვერდით გაუხვია! მოდი, ყველამ გავცუროთ და ვინ პირველი მოეფერება!
გველი მთელი სიჩქარით ეწეწება წყალზე და ოჯახიც დგაფუნით მისდევს.
– ეჰ, დაყვინთა
მოკლედ, ძმებოდადებო, ბაზალეთზე იმდენი გველია, იმდენი გველია, რო სხვა გზა არ გაქვს – ან უნდა შეიყვარო გველების მოდგმა და ან კიდევ მთელი ტბა მკაცრ იზოლაციაში მოაქციო და ადამიანისთვის საშიშ ტერიტორიად გამოაცხადო. ჰოდა, პირველი ვერსია ამჯობინეს დამსვენებლებმა, მე ვიყო მეუფე ანტონის ნათელი გონება.”
კომენტარები