23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მედიკამენტები, რომელიც გარდაცვლილის ავტომანქანიდან ამოიღეს, ფსიქოტროპული პრეპარატი არ არის.
„ძნელია იმის აღწერა, რაც მე ვნახე. დეტალურად ჩემი თანდასწრებით ხდება ყველა ნივთის ადგილმდებარეობის, ყველა იმ კვალის ამოღება და დალუქვა, წამლების, რაც იქნა ამოღებული, რაც მის ჩანთაში იქნა ნაპოვნი. ვერსიები მეც გამაჩნია, ბევრი კითხვის ნიშანი მაქვს. არანაირი ფსიქოტროპული პრეპარატი არ არის. თვითონ ცხედრის მდგომარეობა და ადგილმდებარეობა, სახლიდან მოშორებით ყოფნა, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს. დაზიანებებს ასე ვერ დავინახავ, დროს აქვს მნიშვნელობა, როდის არის ადამიანი გარდაცვლილი, ვადების შემდეგ იცვლება ფერი. ჩემი თხოვნით მანქანის გადაადგილების კვალიც აიღეს. მტკიცებულებების განადგურება მერე რომ არ მომხდარიყო“
კომენტარები