არასამთავრობო ორგანიზაცია, “ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
“როგორც აკაკი წერეთელი იტყოდა ვირფასო ხელისუფლებავ! როგორც მოსალოდნელი იყო, სოფლის მეურნეობა კვლავ ფეხებზე დაიკიდეთ და ისევ ტურიზმზე გააკეთეთ აქცენტი! მაგრამ რატომ არ აუქმებთ კომენდანტის საათს, ავტომობილში რაოდენობის და წინა სავარძელზე დაჯდომის შეზღუდვას? რატომ არ ხსნით სტომატოლოგიური კლინიკებს და საპარიკმახეროებს, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მაღაზიებს? რატომ არ ხსნით მეტროს და ტრანსპორტს? ძალიან კარგად იცით, რომ ამით ყოველდღიურად უფრო მეტად აღარიბებთ საკუთარ მოსახლეობას!
თუმცა, გასაგებია, საკუთარი ხალხის გასაჭირი, ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე ხელისუფლებაში მოკალათებულ მავნებლებს დიდად არასდროს გადარდებდათ! ეგრე რომ არ იყოს, ამ წალკოტივით ქვეყანას სამათხოვროდ არ გაწირავდით!”
კომენტარები