სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო კგბ-ს სასაზღვრო სამსახურის თანამშრომელი როკის საგუშაგოზე მორიგეობის დროს გარდაიცვალა, – განუცხადა ოსურ მედიას დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალური პროკურორის მოადგილემ სერგეი ბიტიევმა. მისი თქმით, წინასწარი ვერსიით, ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თვითმკვლელობა იყოს.
„ახლა მიმდინარეობს ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიება მომხდარის გარემოებების დასადგენად“, – განაცხადა ბიტიევმა. ე.წ მესაზღვრის გარდაცვალების სხვა დეტალებზე ბიტიევი არ საუბრობს. ჯერჯერობით არც ჯარისკაცის ვინაობა სახელდება. მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მისი ცხედარი პროზექტურაში სასამართლო-სამედიცინო გამოკვლევისთვის გადაასვენეს.
შემთხვევის ადგილზე, როკის ე.წ გამშვები პუნქტის საგუშაგოზე ახლა საგამოძიებო ორგანოების თანამშრომლები მუშაობენ. როკის გვირაბის სამხრეთ ნაწილში რუსეთის ფედერაციის მესაზღვრეების გარდა დე ფაქტო რესპუბლიკის კაგებეს ე.წ სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებიც დგანან
წყარო – რადიო თავისუფლება
კომენტარები