პარტიის, “კანონი და სამართალი” პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ ბუჩუკური:
მოგვცემს თუ არა კანდიდატის სტატუსს ევროკავშირი პოლიტიკური ბეცი და ამავე დროს, fake ოპოზიციონერები ცდილობენ, ხელი ნამდვილ ოპოზიციას შეახოცონ და არა – მმართველ გუნდს. ჩემი აზრით, საქართველო აღნიშნულ სტატუსს აუცილებლად მიიღებს!
ინფანტილიზმი ყველაფერში დამღუპველია, განსაკუთრებულად- პოლიტიკაში. ჩვენი ე.წ. პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ საქმე მხოლოდ 12 პუნქტის შესრულებაშია, დანარჩენი მსოფლიო თბილისის პრიზმიდან იშლება და ა.შ.სტატუსთან დაკავშირებით ოპტიმიზმის საფუძველს აბრეშუმის გზის ფორუმი მაძლევს, რომელიც სულ რამდენიმე დღეში თბილისში დაიწყება.ე.წ. ოპოზიციონერებს ვურჩევ, პოლიტიკური რეალიზმის თეორია წაიკითხონ და მიხვდნენ, რომ ნებისმიერი სახელმწიფო (იქნება ეს პარტნიორი თუ მტრული) მხოლოდ თავისი ინტერესებიდან მოქმედებს. ასევე, გეოპოლიტიკურ მდგომარეობას ჩაუღრმავდნენ და იქნებ გონება გაუნათდეთ… 60 სახელმწიფოს პოზიცია იქნება თავიანთთვის მომგებიანი ე.ი. 60 სახელმწიფოს სურს აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელება, ე.ი. 60 სახელმწიფოს სურს “გლობალური კარიბჭის” შექმნა, ე.ი. 60 სახელმწიფოს აწყობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, რათა: საქართველო იყოს ეკონომიკურად, სამართლებრივად გაძლიერებული, უსაფრთხო და ამის საუკეთესო გარანტორი ისეთი მასშტაბური საერთაშორისო ინსტიტუტებია, როგორიცაა ევროკავშირი, NATO… თუ რატომ უნდა 60 სახელმწიფოს აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელება, მსოფლიო რუკას დავხედოთ მეგობრებო, განსაკუთრებით – ე.წ. ოპოზიციონერებო.
მოკლედ და კონკრეტულად, საქართველო ევროკავშირის სტატუსს ზემოაღწერილის გამო (დიდი წილით) მიიღებს და ტყუილად ნუ ეძებთ უვიცობით გაქეზებულები განტევების ვაცსს ოპოზიციაში. სტატუსის მიღება არ და ვერ იქნება მთავრობის და/ან ხალხის დამსახურება. ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი გეოლოპოლიტიკური მდებარეობის წყალობით მოხდება… გარკვევით გვითხრეს, რომ მმართველმა გუნდმა 12-დან მხოლოდ სამი პუნქტი შეასრულა. დარჩენილი ცხრა პუნქტი ოპოზიციის აქტიური ჩართულობით შესრულდება, განსაკუთრებულად იმ პირობებში, რომ ოლიგარქიული კაპიტალისგან მსოფლიო იცლება, ოლიგარქებს დომინოს პრინციპით უშვებენ ხელისუფლებებიდან, შემდეგი ჩვენ ვიქნებით
კომენტარები