“for.ge”-ს დამფუძნებელი და რედაქტორი, მოძრაობა “დავასრულოთ” თანადამფუნებელი, გიორგი იაკობაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:
“ჩვენი ორგანიზაციის, “დავასრულოთ”, აქტივობამ, რომელიც მიზნად ისახავს “ნაციონალური მოძრაობისა” და მისგან გამოყოფილი სხვა მკვლელებისა და მოძალადეების დასრულებას, დაუფარავი გაღიზიანება გამოიწვია ენჯეოშნიკებში, რომლებიც რეპრესიის წლებში თავიანთი დუმილით ხელს უწყობდნენ მკვლელებს და მოძალადეებს.
საუბარია ე.წ. “სამართლიან არჩევნებზე”, რომლისთვისაც სამართლიანი არჩევნების ჩატარება ისევე მნიშვნელოვანია, როგორც “თავისუფლების ინსტიტუტისთვის” ადამიანის უფლებები და კოდუა-ალისტრახოსთვის – სიტყვის თავისუფლება.
მკვლელებისა და მოძალადეების ადგილი აღარ უნდა იყოს არც პოლიტიკაში და არც სხვაგან.
მათი ადგილი ციხეშია, ისევე როგორც მათი თანამზრახველების.
აი, სწორედ ამის ეშინია ე.წ. “სამართლიან არჩევნებს”, ხოლო ის, რომ ამ ორგანიზაციას, “სამართლიან არჩევნებს”, ყველაზე მეტად სამართლიანი არჩევნების ეშინია, დიდი ხანია აღარავისთვის არის საიდუმლო.
პ.ს. არაადექვატურად კორექტულად დავწერე, თუმცა რასაც ვფიქრობ, ეს ყველამ იცის და ყველა ხვდება
.პ.ს. ადექვატური არაკორექტული კომენტარები არ წაიშლება”
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ, სამართლიანი არჩევნებმა (ISFD) გაავრცელა ინფორმაცია სამივე საიტი სოციალურ ქსელში ოპოზიციის დისკრედიტაციით და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით არის დაკავებული.
კომენტარები