უკრაინაში დაღუპულ ქართველი გმირი ედიშერ კვარაცხელია სამხედრო პატივით დაკრძალეს. ჯარისკაცი რომელიც უკრაინის არმიაში 2014 წლიდან მსახურობდა, ბახმუტთან მომხდარ შეტაკებას ემსხვერპლა.
კვარაცხელია მშობლიურ წალენჯიხაში დაკრძალეს. ახლობლებმა გასვენებაში სიმბოლურად რუსეთის დროშა დაწვეს.
არც პანაშვიდზე და არც დაკრძალვაზე კვარაცხელიების ოჯახთან ხელისუფლების წარმომადგენლები მმართველი გუნდიდან არ მისულან.
დაკრძალვაზე იმყოფებოდა უკრაინის სამხედრო ატაშე საქართველოში, რომელმაც კიდევ ერთხელ გადაუხადა ქართველ მებრძოლებს მადლობა რუსეთის წინააღმდეგ გმირული ბრძოლისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის.
კვარაცხელია საქართველოსა და უკრაინის ჰიმნების ფონზე გამოასვენეს. ის მე-20 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში პუტინის ომს ემსხვერპლა.
კომენტარები