თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის თქმით, “ოცნების” პოლიტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობა არ უნდა და ალტერნატიულ გზებს ეძებს.
მთელი ეს პროცესი რატომ არის, რომ ედუარდ შევარდნაძე პრაღაში ჩავიდა ერთ დღეს, ნატოს კარზე დააკაკუნა და თქვა, რომ მას უნდოდა საქართველო გამხდარიყო ნატოს წევრი. ასე დაიწყო ეს ყველაფერი, შემდეგ ამას მოყვა ევროკავშირი, ევროსაბჭო, რომელშიც გავწევრიანდით კიდეც. ახლა, საქართველოს ხელისუფლება ეუბნება მათ, რომ ეს ჩვენ არ გვაინტერესებს, რომ საქართველოსთვის აღარ არის ეს მნიშვნელოვანი საკითხი და ალტერნატიულ გზებს ვეძებთ. პასუხიც შესაბამისი იქნება, იმ შემთხვევაში, თუ “ქართულ ოცნებას” გამოუვიდა ეს პოლიტიკა და არჩევნების შემდეგ ისინი დარჩნენ ხელისუფლებაში. რუსეთი რომ გვერდზე გადავდოთ, საქართველოს ხელისუფლებამ ხმა არ მისცა, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში, ევროკავშირის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, ბელარუსში, ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ. ამაზეც კი არ შეუძლია საქართველოს ხელისუფლებას, რომ ევროკავშირის გვერდში იდგეს და მასთან ერთად იღებდეს გადაწყვეტილებას, და რა თქმა უნდა, ასეთი პარტნიორი სანდო არ არის.
საქართველოს ხელისუფლებას ექნება მცდელობა, ბელარუსიის სცენარის პირველი სერიის განვითარებისა, ანუ არჩევნების მოპარვის, მაგრამ, მაქვს რწმენა, რომელიც ეფუძნება 30 წლიან სახელმწიფოებრიობას ამ ქვეყნის, რომ ეს მას არ გაუვა და ჩვენ ბელორუსიის სცენარის მეორე სერია არ დაგვჭირდება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
კომენტარები