პოეტი, პაატა შამუგია:
“აღმოჩნდა, რომ განათლებულ, ჩემზე და ბევრზე განათლებულ, ხალხსაც არ შეუძლია განასხვაოს პოეზია არაპოეზიისგან. ის დღეს “დაშეარებადი” პოეტი უნდა დავიცვა. საერთოდ არ მომწონს მისი პოეზია, სხვა სტილისტიკა მომწონს და სხვა სიგიჟეები, მაგრამ პოეტია და თუ ოლიგარქის ქების შესხმა/მისხმა დასჭირდებოდა, ტექნიკურად უკეთ იზამდა. მით უმეტეს, რომ საერთოდ არაა გულგრილი მის მიმართ.
შევეშვათ ამ პოეტებს, ჩვენ ჩვენი გაგვჭირვებია
და ეგ ენერგია გამოვიყენოთ ქოცი ყ*&ების მოსაშორებლად, სანამ ქვეყანა დაანგრიეს. ამ საქმეში ფეიკ პოეზიის გავრცელება არანაირად არ შეგვიწყობს ხელს, ასე მგონია.”
კომენტარები